პოლ პოგბა
Aa
Aa

პოგბამ შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს - მან ბარძაყის კუნთი დაიზიანა

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა, პოლ პოგბამ შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფრანგმა ნახევარმცველმა ახალი ტრავმა მიიღო და ბარძაყის კუნთი დაიზიანა.

ივლისში, პოგბამ მენისკი გაიწყვიტა და ოპერაციის ჩატარება მოუწია, რის შემდეგაც ვარჯიშს ახლახან დაუბრუნდა. ავტორიტეტული იტალიური გამოცემის მიხედვით, მისი ახალი ტრავმა მოედნის მიღმა გატარებულმა დიდმა პერიოდმა განაპირობა და პოგბა მინიმუმ 10 დღეს იუქმებს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთს ნაკრებს სერიოზული დანაკლისი აქვს და მუნდიალს მიღმა პოგბას დარჩენა უდიდესი პრობლემა იქნება. „სამფეროვნებს“ ნგოლო კანტე ვერ დაეხმარება, რადგან სარეაბილიტაციო პერიოდისას, ტრავმა გაიმიზეზა.

ცნობისთვის, საფრანგეთი D ჯგუფში იმყოფება, სადაც მისი მეტოქეები ავსტრალია, დანია და ტუნისი არიან. დეშამის ბიჭები პირველ შეხვედრას 22 ნოემბერს გამართავენ და ავსტრალიას დაუპირისპირდებიან, მეორე მატჩი დანიასთან ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები