ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Calciomercato: „მარადონას დღეს კვარაცხელიამ მაინც გაიბრწყინა“

ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ, Calciomercato-მ ხვიჩა კვარაცხელიას სტატია მიუძღვნა და „სასუოლოსთან“ გამართულ მატჩს გამოეხმაურა. „ნეაპოლი, მარადონას დღეს კვარაცხელიამ მაინც გაიბრწყინა. მას იგუაინზე და იბრაზე უკეთესი შედეგი აქვს და ახლა დიეგოს მიღწევებზე ოცნებობს“, - ასეთია სტატიის სათაური და ავტორი „კვარას“ აქებს.

„დიეგო მარადონასთვის მიძღვნილ დღეს, სცენა მაინც ხვიჩა კვარაცხელიამ დაიკავა და ამ წუთისთვის, ეს მოსწონს კიდეც. ის უფრო და უფრო ხდება ნაპოლის შუქურა, რომელიც იმარჯვებს და დომინირებს პრაქტიკულად ყოველთვის, როცა მოედანზე გადის. ხვიჩა ნეაპოლელთა ახალი კერპია. კვარამ მოახერხა და რამდენიმე კვირაში დაჩრდილა გუნდის ყოფილი კაპიტნისა და იტალიურ ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის, ლორენცო ინსინიეს წასვლა. მარცხენა ფლანგზე, ის მომავლის ვარსკვლავია და მსოფლიო საფეხბურთო სცენის ერთ-ერთ მთავარ გმირად გახდომა უწერია.

კვარაცხელიამ სერია A ბრწყინვალე სტატისტიკით დაიპყრო. სადებიუტო სეზონში, მან მონაწილეობა 13 გოლში მიიღო და მის ანგარიშზე 6 გოლი, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 მოპოვებული პენალტია. უშუალოდ პასებზე და გოლებზე თუ ვისაუბრებთ, მან სერია A-ზე იგუაინზე და იბრაჰიმოვიჩზე დიდი გავლენა მოახდინა და მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსა და დიეგო მილიტოს აქვთ.

მარადონაზე საქართველოს წარმომადგენლების ხილვა სისტემატურ მოვლენად იქცა. სასუოლოსთან მატჩში, ტრიბუნებზე ქართველი გულშემატკივრები იყვნენ, რომლებსაც შეხვედრის ბოლოს, ხვიჩამ თავისი მაისური უსახსოვრა, რომელიც იტალიელმა ქომაგმა მიიტაცა. კვარაცხელია, როგორც ნეაპოლელებისთვის, ისე ქართველებისთვის სახალხო გმირად იქცა და ემოციურად ისეთი გავლენა აქვს, როგორიც ლეგენდარულ დიეგო არმანდო მარადონას ჰქონდა. ორი აზრი არაა, რომ კვარა ნეაპოლელების ახალი კერპია. იგი საერთოდ სხვა დონეზე იმყოფება და ნაპოლის ქომაგებს სკუდეტოს მოგების იმედი გაუჩინა. გუშინ, როცა ის ტრავმის გამო, მინდორზე აღმოჩნდა, მთელმა სტადიონმა სუნთქვა რამდენიმე წამით შეიკავა. შიში მაშინ გაქრა, როცა ქართველი წამოდგა და მინდორზე დაბრუნდა. ეს ის სიგნალია, რომელიც გვეხმარება, ამ ბიჭის სიდიადე უკეთ გავიგოთ და მივხვდეთ, კვარაცხელიას მაგიასთან და სტატისტიკასთან ერთად, სკუდეტოზე ოცნების გაგრძელება რამდენად მნიშვნელოვანია“, - წერს Calciomercato.

შეგახსენებთ, რომ „სასუოლოსთან“ მატჩში „კვარამ“ ორი საგოლე გადაცემა და გოლი მიითვალა. მისმა გუნდმა ყველა ტურნირის ეგიდით, ზედიზედ მე-13 მატჩი მოიგო და სერია A-ს 32 ქულით ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორედ გამარჯვების გოლი - კიტეიშვილმა შტურმს ისევ მოაგებინა
ზედიზედ მეორედ გამარჯვების გოლი - კიტეიშვილმა შტურმს ისევ მოაგებინა