ბარსელონა, ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ლევანდოვსკი
Aa
Aa

მამარდაშვილი უძლური იყო - ლევანდოვსკიმ ბარსას 93-ე წუთზე მოაგებინა

ლა ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ვალენსიამ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრებმა საკმაოდ მოსაწყენი მატჩი იხილეს.

გუნდებიდან გამომდინარე, შეხვედრა დაძაბული იყო, მაგრამ მომენტების სიმრავლით არ გამოირჩეოდა. ბურთს ძირითადად „ბარსელონა“ ფლობდა და „ვალენსია“ დაცვაში თითქმის უშეცდომოდ თამაშობდა.

90 წუთის განმავლობაში სტუმრებს ორი რეალური მომენტი ჰქონდათ. პირველი მე-13 წუთზე შეიქმნა, როდესაც მამარდაშვილის პირისპირ ანსუ ფატი დარჩა. ქართველმა მეკარემ ახალგაზრდა ესპანელის დარტყმა მოიგერია და საკუთარი გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა.

მეორე მომენტი ლევანდოვსკის შეექმნა. პოლონელმა თავდამსხმელმა 44-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი იდეალურად დაუხვედრა, მაგრამ მისი დარტყმა კარის ხარიხას მოხვდა და გოლი არ გავიდა.

ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ გუნდები ქულებს გაიყოფდნენ, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, „ბლაუგრანამ“ მესამე რეალური მომენტი შექმნა. რაფინიამ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, რასაც ლევანდოვსკიმ ჭკვიანური დარტყმით უპასუხა და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილი ამ ეპიზოდში უძლური იყო.

ამ გამარჯვების შემდეგ, "ბარსელონას" 31 ქულა დაუგროვდა და "რეალს" გაუთანაბრდა, თუმცა ანჩელოტის გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. რაც შეეხება "ვალენსიას", გატუზოს გუნდი 15 ქულით მეათე პოზიციაზე იმყოფება. "ღამურებმა" ლა ლიგის ბოლო 4 დაპირისპირებიდან ვერცერთი ვერ მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სასუოლო დამარცხებულია - ხვიჩას გოლი, 2 საგოლე პასი და საუკეთესო შედეგი ნაპოლიში
სასუოლო დამარცხებულია - ხვიჩას გოლი, 2 საგოლე პასი და საუკეთესო შედეგი ნაპოლიში