ჩავი ერნანდესი, რობერტ ლევანდოვსკი, უსმან დემბელე, ანსუ ფატი
Aa
Aa

ჩავი შემტევი ტრიოს საბოლოო ვერსიაზე ჩამოყალიბდა

ესპანური Sport-ის ცნობით, ჩავი თავდასხმის ხაზის ტრიოს შესახებ საბოლოოდ ჩამოყალიბდა.

წყაროს თანახმად, „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს დემბელე-ლევანდოვსკი-ფატის სამეულის ხილვა სურს და ის ამაში დარწმუნებულია.

მწვრთნელს სურს, რომ სამეული შეთამაშდეს და ყველა მნიშვნელოვანი მატჩი სწორედ მათ დაიწყონ.

აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ფატიმ და მისმა აგენტმა კლუბს სეზონის ბოლოს გუნდიდან წასვლის შესაძლებლობის შესახებ აცნობეს. ანსუ თავისი სათამაშო დროითა და გუნდში არსებული სიტუაციით უკმაყოფილოა და თუ ძირითადში ხშირად არ გამოჩნდება, ზაფხულში ტრანსფერზე დაყენებას მოითხოვს.

ამის პასუხად დღეს Sport-მა დაწერა, რომ ჩავი შეტევაში ფატი-ლევანდოვსკი-დემბელეს ტრიოს განიხილავს.

19 წლის ანსუ ტრავმის შემდეგ ფიზიკურ კონდიციებს ნელ-ნელა სრულად იღდგენს და სულ უფრო მეტს თამაშობს, თუმცა მისი სათამაშო ფორმა რბილად რომ ვთქვათ არადამაკმაყოფილებელია. გუნდში კი მის გარდა ფერან ტორესი, რაფინია და დეპაი არიან, რომლებსაც ასევე ძირითადში მოხვედრის დიდი ამბიცია გააჩნიათ.

უნდა აღინიშნოს, რომ დემბელესა და ლევანდოვსკის ძირითადში ადგილი ისედაც გარანტირებული ჰქონდათ. რაც შეეხება ფატის, მან ამ სეზონში 11 მატჩში 364 წუთი ითამაშა, მისი მონაგარი 3 გოლი და 3 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს!“ - კიტეიშვილის ემოციური კომენტარი
“ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს!“ - კიტეიშვილის ემოციური კომენტარი