გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ესპანეთის სუპერ თასის წილისყრა - მამარდა რეალის წინააღმდეგ

27 სექტემბერს ესპანეთის სუპერ თასის წილისყრა გაიმართა და ნახევარფინალში მყოფი ოთხეული გადანაწილდა.

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ნახევარფინალში მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში კი „ბარსელონა“ და სევილიის „რეალ ბეტისი“ ითამაშებენ.

როგორც ხედავთ, ფინალში „ელ კლასიკოს“ ალბათობა საკმაოდ დიდია.

ნახევარფინალური მატჩები 2023 წლის 10 იანვარს არის ჩანიშნული. მატჩების დაწყების დრო ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

ესპანეთის სუპერ თასის ფორმატი უკვე მეოთხე სეზონია (2019-დან) შეცვლილია და მასში მონაწილეობას ორის ნაცვლად 4 გუნდი იღებს - ლა ლიგის ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონი და სამეფო თასის ფინალისტები.

მატჩებს საუდის არაბეთის ქალაქი ჯიდა უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული მადრიდის „რეალია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3-კაციანი სია - იუვენტუსის სამიზნეთა შორის ერთ-ერთი მამარდაშვილია
3-კაციანი სია - იუვენტუსის სამიზნეთა შორის ერთ-ერთი მამარდაშვილია