ბარსელონა, ბაიერნი
Aa
Aa

ნაგელსმანი: “ბარსელონას საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს“

ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში, „ბარსელონა“ „ბაიერნს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „რეკორდმაისტერის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ნაგელსმანმა?

„“ბარსელონას“ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ჩვენ უბრალოდ პრესტიჟული დუელის მოგება გვინდა.. მხოლოდ ამ აზრით ჩავდივართ „კამპ ნოუზე“. ასეთი თამაშის წინ, მოწინააღმდეგეს შეტყობინება ყოველთვის უნდა გაუგზავნო და ეს სწორედ ასეთი მომენტია.

„ბარსელონას“ ძალიან საინტერესო სათამაშო სტილი აქვს. ჩავი განსხვავებულ ფეხბურთს ათამაშებს და ეს გარკვეულწილად ამართლებს. მათი მაღალი პრესინგი სახიფათოა. „ბაიერნს“ დანაკლისი აქვს, მაგრამ წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ და მჯერა, რომ „ბარსელონას“ დავამარცხებთ.“

საინტერესო სიტუაციაა სატურნირო ცხრილში. ამ მომენტისთვის, ნაგელსმანის გუნდს 12 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. „ინტერი“ კი 7 ქულით მეორეზე. „ბარსელონას“ 4 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება.

აქედან გამომდინარე, კატალონიური გრანდი „ინტერზეა“ დამოკიდებული. თუ „ნერაძური“ „პლზენს“ დაამარცხებს, „ბაიერნთან“ დაფიქსირებულ შედეგს არანაირი აზრი აღარ ექნება და ბარსა ზედიზედ მეორედ ჯგუფში ჩარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძე: “მადლობა ვაისს, მის ნდობას და მხარდაჭერას ვგრძნობ“
ჩაკვეტაძე: “მადლობა ვაისს, მის ნდობას და მხარდაჭერას ვგრძნობ“