რეალი, ნაპოლი, პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

Transfermarkt: “რეალი, სიტი და პსჟ კვარაცხელიას რიგში“

მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ გადავიდა ბრწყინვალედ ასპარეზობს და საოცარ ფეხბურთს თამაშობს. ქართველ ფეხბურთელს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აქებენ.

სპორტულ მედიაში უკვე გაჩნდა ჭორები, რომ 21 წლის შემტევით ევროპული გრანდები ინტერესდებიან. დღევანდელ დღემდე, აქტიური საუბარი „ჩელსიზე“ და „მანჩესტერ სიტიზე“ მიდიოდა, ხოლო დღეს სულ სხვა ინფორმაცია გავრცელდა.

გავლენიანი გამოცემა Transfermarkt კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულებას აქვეყნებს და სურათზე გამოტანილია იმ გუნდების ლოგოები, რომლებიც მისი გადაბირებით ინტერესდებიან.

„ჯვაროსნების“ შემტევის გადაბირება არც მეტი, არც ნაკლები ისეთ გუნდებს სურთ, როგორებიც „მანჩესტერ სიტი“, „პარი სენ ჟერმენი“ და მადრიდის „რეალი“ არიან. Transfermarkt ერთ-ერთი ყველაზე სანდო წყაროა და თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ, ჩამოთვლილი გუნდების დაინტერესება ნამდვილად რეალური გამოდის.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 14-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე გეტყვით, „პარტენოპეი“ სერია ა-ს მორიგ ტურში „რომას“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ფეხს დავუდებ და წავაქცევ“ - მოურინიო კვარაცხელიაზე
“ფეხს დავუდებ და წავაქცევ“ - მოურინიო კვარაცხელიაზე