კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„არ შევცვლილვარ, მაგრამ ზოგჯერ ემოციების მოთოკვას ვერ ვახერხებთ“ - რონალდუს განცხადება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ განცხადება გაავრცელა და ერიკ ტენ ჰაგის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ნიდერლანდელმა იგი „ჩელსისთან“ მატჩის განაცხადში არ შეიყვანა და გუნდთან ერთად ვარჯიში დროებით აუკრძალა, რის შემდეგაც პორტუგალიელმა პირველი კომენტარი გააკეთა.

„ვცდილობ, ისე ვიცხოვრო და ვითამაშო, რომ კოლეგების, მეტოქეებისა და მწვრთნელების მიმართ პატივისცემას გამოვხატავდე. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ასე იყო და არაფერი შეცვლილა. არც მე შევცვლილვარ. ისევ ის ადამიანი და პროფესიონალი ვარ, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში, ელიტარულ დონეზე ფეხბურთის თამაშისას ვიყავი და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, პატივისცემას ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა.

ფეხბურთის თამაში ძალიან ახალგაზრდულ ასაკში დავიწყე და ჩემზე უფროსი და ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელების მაგალითები ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. სწორედ ამიტომ, ყოველთვის ვცდილობდი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც იმ გუნდებში თამაშობდნენ, სადაც მე ვასპარეზობდი, მისაბაძი მაგალითი ვყოფილიყავი. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის შესაძლებელი არაა და არის შემთხვევები, როცა ემოციების მოთოკვას ვერ ვახერხებთ.

ახლა ვგრძნობ, რომ კარინგტონის საწვრთნელ ბაზაზე თავდაუზოგავად მუშაობა უნდა განვაგრძო, ჩემს თანაგუნდელებს მხარი დავუჭირო და ნებისმიერი შეხვედრისთვის მზად ვიყო. წნეხს არ უნდა დანებდე და ეს გამოსავალი არაა. ეს მანჩესტერ იუნაიტედია და ერთად ვდგავართ! მალე აუცილებლად ერთად ვიქნებით“!

შეგახსენებთ, რომ Daily Mail-ის ცნობით, „ტოტენჰემთან“ მატჩის მიწურულს, რონალდუმ ცვლილებაზე შესვლაზე უარი თქვა და მოგვიანებით, „ოლდ ტრაფორდი“ საფინალო სასტვენამდე დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალი, პსჟ და სიტი - კვარას დასაკვირვებლად სკაუტები გააგზავნეს
რეალი, პსჟ და სიტი - კვარას დასაკვირვებლად სკაუტები გააგზავნეს