კრიშტიანუ რონალდუ, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

„ამას ხვალ მივხედავ“ - რონალდუს საქციელმა ფანების გაღიზიანება გამოიწვია

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ საკუთარ მოედანზე „ტოტენჰემს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა. შეხვედრაში გოლები ფრედმა და ბრუნო ფერნანდეშმა გაიტანეს.

ლონდონელებთან არ უთამაშია კრიშტიანუ რონალდუს. „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა პორტუგალიელი შემტევი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. უთამაშებლობით განაწყენებული რონალდუ მოედნიდან მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, 89-ე წუთზე გავიდა, რამაც „იუნაიტედის“ ფანების გაღიზიანება გამოიწვია.

რონალდუს საქციელზე ტენ ჰაგს მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, რაზეც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ასე უპასუხა: „დავინახე როცა გადიოდა, მაგრამ მასთან არ მისაუბრია. ამ საკითხს ხვალ მივხედავ. დღეს გამარჯვებას ვიზეიმებთ, ხვალიდან კი „ჩელსისთან“ მატჩისთვის მოვემზადებით“.

ახალი სეზონის დაწყების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ პრემიერ ლიგაში 8 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესი: “მუნდიალის ფავორიტი? საფრანგეთი და ბრაზილია“
მესი: “მუნდიალის ფავორიტი? საფრანგეთი და ბრაზილია“