დავით ხოჭოლავა, კოპენჰაგენი, ჰონრო
Aa
Aa

ხოჭოლავას მნიშვნელოვანი გოლი - კოპენჰაგენმა დანიის თასზე გაიმარჯვა

დანიის თასის მეთექვსმეტედ ფინალში „კოპენჰაგენი“ „ჰობროს“ ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო სტუმრებმა მატჩის მოგება პენალტების სერიაში მოახერხეს.

ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა დავით ხოჭოლავა, რომელსაც საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. „ჯვაროსნების“ უკანახაზელმა გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ სათამაშო უპირატესობას „ჰობრო“ ფლობდა, რაც იმაშიც აისახა, რომ მეორე ტაიმის საწყის წუთებზე „კოპენჰაგენის“ მთავარმა მწვრთნელმა ერთბაშად სამი ცვლილება გააკეთა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს სტუმრებმა შეხვედრაში დაბრუნება.

ანგარიში ძალიან მალე მე-4 წუთზე გაიხსნა. თავი მედს ფრეუნდლიჰმა გამოიჩინა. პირველი ტაიმი კი ამ შედეგით დასრულდა. მეორე ნახევარზე უკვე მოგახსენეთ. ქართველმა ფეხბურთელმა წონასწორობის აღდგენა 66-ე წუთზე შეძლო.

ცნობისთვის, მატჩის 81-ე წუთზე არბიტრმა მინდვრიდან ჰარალდსონი გააძევა და „კოპენჰაგენი“ 10 ფეხბურთელით დარჩა. როგორ უკვე მოგახსენეთ, გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც სტუმართა გუნდმა 5:3 მოიგო.

ხოჭოლავას გოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩირო ფერარა ხვიჩაზე: „მისნაირი ფეხბურთელის პოვნა ძალიან ძნელია“
ჩირო ფერარა ხვიჩაზე: „მისნაირი ფეხბურთელის პოვნა ძალიან ძნელია“