ბარსელონა
Aa
Aa

ისევ დე იონგი - მანჩესტერი ბარსას 80 მილიონს სთავაზობს

ფრენკი დე იონგისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ საგა გრძელდება. ავტორიტეტული გამოცემა GOAL „წითელი ეშმაკების“ სატრანსფერო სიახლეებზე წერს და გარეკანზე ნიდერლანდელი ნახევარმცველის ფოტო გვხვდება.

წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი ფრენკის სიტუაციას აკვირდება და იაზრებს, რომ ის „ბარსელონაში“ თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა. „იუნაიტედში“ თვლიან, რომ მათ დე იონგის შეძენის შანსი ისევ აქვთ და აქტიურობას გეგმავენ.

GOAL წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის 80 მილიონი გადაიხადოს და ნახევარდაცვა ზაფხულში გააძლიეროს. ჯერჯერობით უცნობია დე იონგის პოზიცია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სასაუბრო თემა ფრენკის „იუნაიტედში“ შესაძლო გადაბარგება იყო. ბარსას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ნათლად განაცხადა, რომ ნიდერლანდელის გაყიდვა სურდა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა კლუბის დატოვებაზე სასტიკი უარი განაცხადა.

ცნობისთვის, 25 წლის ნახევარმცველი კატალონიურ კლუბს 2019 წელს „აიაქსიდან“ შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, დე იონგმა „ბარსელონას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 151-ჯერ მოირგო, 14 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
32 მილიონი იბრაჰიმ სანგარეში - ბარსელონა ბუსკეტსის შემცვლელს ეძებს
32 მილიონი იბრაჰიმ სანგარეში - ბარსელონა ბუსკეტსის შემცვლელს ეძებს