სანდრო მამუკელაშვილი, იანის ანტეტოკოუნმპო
Aa
Aa

მამუ: „იანისი ჩემი მენტორია, მილუოკის კალათბურთელები მხარს მიჭერენ“

App.com-მა „მილუოკი ბაქსის“ ქართველ კალათბურთელს, სანდრო მამუკელაშვილს სტატია მიუძღვნა და „მამუმ“ ბევრ საინტერესო თემაზე ილაპარაკა.

პირველი სეზონი NBA-ში და საზაფხულო ლიგა

„საერთო ჯამში, ჩემი პირველი სეზონი შესანიშნავი იყო, მაგრამ ბევრი რამაა, რის გაკეთებაც უკეთ შემიძლია. სპორტულ დარბაზში დღეში 3-ჯერ მივდივარ, რათა საკუთარი თავი დავიმკვიდრო. როცა საზაფხულო ლიგა დაიწყო, ვიცოდი, რამდენად მნიშვნელოვანი მატჩები მელოდა. ორმხრივი კონტრაქტის მქონე კალათბურთელები ხაზზე იმყოფებიან და გარანტირებული არაფერი აქვთ. შეიძლება, გუნდში იყო და შეიძლება - გაგიშვან. თავდაჯერებულობა უნდა გქონდეს და აუცილებელია პარკეტზე გასვლისას ყველას ანახო, რომ NBA-ში თამაშს იმსახურებ“.

საქართველოს ნაკრებში თამაში

„ჩემი ოჯახი და მეგობრები იქ იმყოფებოდნენ. არასდროს მქონია შეგრძნება, როცა 10 000 ადამიანი შენ გელოდება და მათი მთავარი მოთამაშე ხარ. ამან გამაოცა. პარკეტზეც ვიგრძენი ის დიდი სიყვარული, რომელიც ჩემმა ოჯახმა, მეგობრებმა და ქვეყანამ მიჩვენა“.

მილუოკი ბაქსზე

„ჩემზე უფროსი ბიჭები დამეხმარნენ, შემიფარეს, მხარი დამიჭირეს და მიჩვენეს, უკეთესი პროფესიონალი როგორ ვყოფილიყავი. იანისი ჩემი მენტორია. იგი ძალიან თავმდაბალია და ჩემნაირმა ბიჭმა მას აუცილებლად უნდა მოუსმინოს, რადგან ანტეტოკოუნმპო მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელია. მისი დამოკიდებულებისა და მიდგომის ხილვა, რომლებსაც ვარჯიშებისას და თამაშებისას იჩენს, ძალიან მეხმარება. იანისის წინააღმდეგ დაცვაში თამაშისას გრჩება შთაბეჭდილება, რომ არაფრად ვარგიხარ, მაგრამ შემდეგ სხვების წინააღმდეგ თამაშობ და ხვდები, რომ მათი მეურვეობა შეგიძლია. იანისის წინააღმდეგ ცდილობ, მაქსიმალურად მტკიცე იყო და ცრუმოძრაობებზე რეაქცია არ გქონდეს, სხვებთან თამაშისას კი ეს ძალიან გეხმარება და გრძნობ, რომ მათი აყვანისთვის ბევრად უკეთ ხარ მზად“.

შეგახსენებთ, რომ „მილუოკი ბაქსი“ რეგულარული სეზონის პირველ შეხვედრას 21 ოქტომბერს გამართავს და „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლაჩარი და მატყუარა ხარ“ - თოფურიამ ბრაის მიტჩელს უპასუხა
„ლაჩარი და მატყუარა ხარ“ - თოფურიამ ბრაის მიტჩელს უპასუხა