ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკოს 84 წუთი - ბორდომ უპირატესობა ბოლო წამებზე გაანიავა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-12 ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ სტუმრად „ბასტიას“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და მეტ-ნაკლებად არასანახაობრივი გამოდგა. საგოლე მომენტების შექმნა ორივე გუნდს, განსაკუთრებით კი „ბორდოს“ გაუჭირდა, თუმცა გამარჯვებასთან ყველაზე ახლოს მაინც სტუმრები იყვნენ.

ზურიკო დავითაშვილი პირველივე წუთებიდან სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა და მოედანზე 84 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველი შემტევი აქტიურობდა და მეტოქის კართან მომენტების შექმნასაც ცდილობდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ბასტიელებმა ფაქტობრივად უშანსოდ ითამაშეს.

ამის მიუხედავად, ერთადერთი გოლი, რომელიც „ბორდომ“ გაიტანა ზურიკო დავითაშვილის აქტიურობას მოჰყვა. 82-ე წუთზე, 21 წლის ფეხბურთელი მეტოქის საჯარიმოში ცდილობდა თანაგუნდელზე პასის გაკეთებას, თუმცა ბურთი „ბასტიას“ მცველმა ჩაჭრა და კუთხურზე მოიგერია. კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს კი საჯარიმოში ზუსტად იგნატენკო გამოეხმაურა და „ბორდო“ დააწინაურა. ეპიზოდის შემდეგ, ჟიონმა ზურიკო მოედნიდან გაიყვანა.

სამწუხაროდ, „ბორდომ“ მატჩის მიწურულს უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე საკუთარ კარში გოლი გაუშვა. ბასტიელებს გმირად ვან დენ კერხოფი მოევლინათ.

12 ტურის შემდეგ „ბორდო“ 24 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია და უახლოეს მდევარ „ლე ჰავრეს“ 1 ქულით უსწრებს. დავითაშვილის გუნდს მომდევნო მატჩი 22 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ანესის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯიჯი მერონის მაგონებს“ - დინო ძოფმა ხვიჩაზე ისაუბრა
„ჯიჯი მერონის მაგონებს“ - დინო ძოფმა ხვიჩაზე ისაუბრა