ლივერპული, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

ლივერპულის ქომაგები სიტის ავტობუსს თავს დაესხნენ

პრემიერ ლიგის გასულ ტურში „ლივერპულმა „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და სალაჰის ერთადერთი გოლის წყალობით, უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას, რამდენიმე კონფლიქტი ვიხილეთ, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

მიუხედავად მშვიდობიანად დასრულებული გაუგებრობებისა, შეხვედრის შემდეგ, სიტუაცია გულშემატკივრებმა დაძაბეს. Sky Sports იუწყება, რომ იმ დროს, როდესაც „მანჩესტერ სიტის“ ავტობუსი „ენფილდს“ ტოვებდა, მერსისაიდული გრანდის ქომაგები თავს დაესხნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, „ქალაქელების“ ავტობუსს ქვები დაუშინეს და რამდენიმე ფანჯარა გაიბზარა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. მსგავსი ფაქტი 2018 წლის ჩემპიონთა ლიგური დაპირისიპირების დროს განმეორდა. კლოპის გუნდმა საკუთარ კედლებში „სიტი“ დაამარცხა და ქომაგები ავტობუსს მაინც დაესხნენ თავს.

4 წლის წინ, „მანჩესტერ სიტიმ“ არ იჩივლა, თუმცა ახლა სიტუაცია სხვანაირად არის. ინგლისური გიგანტი „ლივერპულის“ ქომაგებს უჩივის. პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის იურისტები ითხოვენ, რომ „ლივერპულმა“ რამდენიმე მატჩი გულშემატკივრების გარეშე ჩაატაროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გატუზო: „მატჩის შემდეგ მამარდაშვილმა ბოდიში მომიხადა, მე კი ვეჩხუბე“
გატუზო: „მატჩის შემდეგ მამარდაშვილმა ბოდიში მომიხადა, მე კი ვეჩხუბე“