ბარსელონა, ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

„მენტალიტეტი უნდა შევცვალოთ“ - ჩავი მარცხით იმედგაცრუებულია

გუშინ, ლა ლიგის მე-9 ტურში გულშემატკივარმა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება, „ელ კლასიკო“ იხილა.

მადრიდის „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ უმასპინძლა და ბენზემას, ვალვერდესა და როდრიგოს გოლებით 3:1 დაამარცხა.

რეალი 3:1 ბარსელონა

შეხვედრის დასრულების შემდეგ კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა საკუთარი ფეხბურთელები მწვავედ გააკრიტიკა.

რა თქვა ჩავიმ:

ვფიქრობ, პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ. ვდომინირებდით, მაგრამ ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში კი მეტოქე უფრო კარგი იყო, ჩვენ კი აგრესია გვაკლდა.

ასეთი თამაშების მოგება თუ გვინდა, მენტალიტეტი უნდა შევცვალოთ. მართალია, საკუთარი თავის პატივისცემით ვითამაშეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

ფეხბურთელებს თითს არ ვუქნევ, მარცხზე პასუხისმგებელი მე ვარ. ეს ჩემი შეცდომა იყო.

ცნობისთვის, „ელ კლასიკოში“ მარცხის შემდეგ „ბარსელონამ“ სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაკარგა და ახლა 22 ქულით მეორე ადგილზეა, პირველ პოზიციაზე კი მადრიდის „რეალი“ იმყოფება, რომელსაც 25 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონის პირველი ელ კლასიკო მადრიდის რეალმა მოიგო
სეზონის პირველი ელ კლასიკო მადრიდის რეალმა მოიგო