რეალი, ბარსელონა
Aa
Aa

“იმედი მაქვს ძირითადში ვიქნები“ - დე იონგი ელ კლასიკოს წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. გულშემატკივრები „ელ კლასიკოს“ იხილავენ. მადრიდის „რეალი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, კატალონიელთა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა დე იონგმა?

„ჩავისთან ერთად ბევრს არ ვსაუბრობთ. ჩვენი სალაპარაკო თემა ძირითადად ფეხბურთს ეხება. სეზონის დაწყების წინ, ვიცოდი, რომ ცოტას ვითამაშებდი. მსურს, რომ ისევ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ვიყო. „ბაიერნთან“ სასტარტო თერთმეტეულში არ ვიყავი და იმედი მაქვს „რეალთან“ ეს ასე აღარ მოხდება.

„რეალს“ საოცარი ნახევარდაცვა ჰყავს. მათ მოდრიჩი ჰყავთ. რამდენი წლის არის ის? 35,36 თუ 37? ვის ანაღვლებს ეს? ლუკა ბრწყინვალე თამაშს აგრძელებს და ის მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველია. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს.

რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირებული შედეგით იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ახლა კონცენტრაცია მხოლოდ „ელ კლასიკოზე“ უნდა გადმოვიტანოთ. ყველას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ ისევ კარგი გუნდი ვართ.“

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის „რეალს“ და „ბარსელონას“ 22-22 ქულა აქვთ და ლა ლიგის სათავეში სწორედ ეს გუნდები არიან. ბურთების უკეთესი შეფარდების გამო პირველ პოზიციას ჩავი ერნანდესის გუნდი იკავებს. ცნობისთვის, მომავალი „ელ კლასიკო“ 16 ოქტომბრით თარიღდება და საქართველოს დროით 18:15-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ კლუბში თამაში ჩემთვის დიდი პატივია“ - ფოდენი სიტიში 2027 წლამდე რჩება
„ამ კლუბში თამაში ჩემთვის დიდი პატივია“ - ფოდენი სიტიში 2027 წლამდე რჩება