Aa
Aa

რობერტსონი "ლივერპულში" ითამაშებს

ბრიტანული პრესის თანახმად, ენდრიუ რობერტსონი "ლივერპულში" სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის და "წითლების" რიგებს შეუერთდება.

შოტლანდიელი მარცხენა მცველის სანაცვლოდ "ჰალი" 10 მილიონ ფუნტს მიიღებს. 

რობერტსონის ტრანსფერზე პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბთან ერთად, "პსვ" და ლისაბონის "სპორტინგიც" მუშაობდნენ.

23 წლის ფეხბურთელმა "ჰალის" მაისურით გასულ სეზონში 39 თამაში ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები