ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ბრიტანელი ექსპერტი ხვიჩაზე: „გული მწყდება, ტოტენჰემმა რომ ვერ გაიფორმა“

ჯონ უენჰემი ბრიტანელი საფეხბურთო ექსპერტია. იგი ცნობილი გამოცემის, Football Insider-ისთვის ანალიტიკურ სტატიებს წერს, რომლებიც ძირითადად, „ტოტენჰემს“ ეძღვნება. ახლახან, უენჰემი ბენ უაილდს ესაუბრა და განაცხადა, რომ იმედგაცრუებული დარჩა, „დეზებმა“ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად ბოლომდე რომ არ იბრძოლეს.

„ყოველთვის, როცა ამ ქართველი ბიჭის თამაშს ვუყურებ, ის საოცრად გამოიყურება. მარცხენა ფლანგზე უდიდესი საფრთხეა და ყოველთვის წინ მიიწევს. ის მეტოქეებს ანადგურებს და ნაპოლიმ პრაქტიკულად არაფრის სანაცვლოდ შეიძინა.

იმედი გამიცრუვდა, რომ ვერ გავიფორმეთ. არადა, მას ტოტენჰემს აქტიურად უკავშირებდნენ. შემიძლია, ვიპოვო მოხსენებები, რომლებშიც ნათქვამია, რომ სკაუტები მას რამდენჯერმე დააკვირდნენ. გული მწყდება, რადგან ახლა 10-ჯერ უფრო მეტი ღირს, ვიდრე ნაპოლიმ მის სანაცვლოდ გადაიხადა“.

21 წლის კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, 9 თამაშში 5 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა. მისი გუნდი მომდევნო შეხვედრას საკუთარ კედლებში, „ბოლონიას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში 5 ფეხბურთელი უსწრებს - ხვიჩას ბრწყინვალე სტატისტიკა
ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში 5 ფეხბურთელი უსწრებს - ხვიჩას ბრწყინვალე სტატისტიკა