გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ბითაძის 8 ქულა - გოგა და სანდრო ახალი სეზონისთვის ემზადებიან

ქართველი კალათბურთელების გუნდები NBA-ს ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან.

წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მილოუკი ბაქსმა და ინდიანა პეისერსმა მორიგი ამხანაგური შეხვედრები გამართეს.

მილოუკი საკუთარ მოედანზე „ბრუკლინ“ ნეთს შეხვდა და 10 ქულის სხვაობით, 107:97 დამარცხდა. სანდრო მამუკელაშვილს დღევანდელ მატჩში მხოლოდ 4:31 წუთი დაეთმო, თუმცა ამ დროის განმავლობაში სანდრომ შედეგიანი სროლის განხორციელება ვერ შეძლო.

რაც შეეხება გოგა ბითაძეს, ქართველი ცენტრის გუნდი შინ „ნიუ იორკ ნიქსს“ დაუხვდა და 9 ქულის სხვაობით, 109:100 დაამარცხა. გოგა თამაშში სათადარიგოდა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 7:40 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 ასისტი და 2 ბლოკი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. საგულისხმოა, რომ მცირე დროის მიუხედავად, გოგა მარგი ქმედების კოეფიციენტის მხრივ თავის გუნდში მეორე იყო.

ინდიანა პეისერსი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ხვალ, სტუმრად „ჰიუსტონ როქეთსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკუთარ შვილს დაარტყა - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი დააკავეს
საკუთარ შვილს დაარტყა - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი დააკავეს