ბარსელონა, ინტერი
Aa
Aa

დიდებული მატჩი კამპ ნოუზე - ბარსელონამ და ინტერმა ქულები გაიყვეს

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ბარსელონამ“ „ინტერს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა და „ბლაუგრანამ“ ჯგუფიდან გასვლის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

გულშემატკივრებმა დაუვიწყარი დაპირისპირება იხილეს. მომენტებს მთელი მატჩს განმავლობაში ორივე გუნდი ქმნიდა და მეკარეები ბრწყინვალე „სეივებს“ გვთავაზობდნენ. ანგარიში მე-40 წუთზე უსმან დემბელემ გახსნა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

ყველაზე მთავარი მეორე ტაიმში მოხდა. 50-ე წუთზე ბარელამ პიკეს ბავშვური შეცდომით ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. კატალონიელებს 3 ქულა ჰაერივით სჭირდებოდათ და შეტევაში დიდი ძალებით გადავიდნენ. აქედან გამომდინარე ბარსას „ინტერის“ კონტრ-შეტევები რამდენჯერმე გამორჩა.

63-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა „ნერაძური“ დააწინაურა. ჩავის შეგირდები კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ და 82-ე წუთზე ლევანდოვსკიმ გაისროლა - 2:2. ამის შემდეგ, „ბარსელონა“ დაცვაზე საერთოდ აღარ ფიქრობდა და ამის გამო დაისაჯა. 89-ე წუთზე გიოსენსმა „ინტერი“ დააწინაურა და თითქოს ყველაფერი დამთავრებული იყო, მაგრამ პოლონელმა თავდამსხმელმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგი 3:3 დააფიქსირა.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, „ბარსელონას“ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე იმყოფება. „ინტერს“ კი 7 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზე მოგვევლინა. პირველ საფეხურზე 12 ქულით „ბაიერნია.“

იმ შემთხვევაში, თუ „ინტერი“ დარჩენილი ორი შეხვედრიდან ერთს მაინც მოიგებს, „ბარსელონა“ ზედიზედ მეორედ ჯგუფში ჩარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაპირისპირება ფუტსალის მატჩის დროს - მოკლულია მატჩის არბიტრი
დაპირისპირება ფუტსალის მატჩის დროს - მოკლულია მატჩის არბიტრი