პსჟ, კილიან მბაპე, ლუიშ კამპუში, ნასერ ალ-ხელაიფი
Aa
Aa

თვლის, რომ კლუბმა და მბაპემ უღალატეს - კამპუში პსჟ-ს დატოვებს

Le Parisien-ის ცნობით, პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლუიშ კამპუში პოსტის დატოვებას აპირებს. 58 წლის პორტუგალიელი ფუნქციონერი თვლის, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა, კლუბის სამეთვალყურეო საბჭომ და კილიან მბაპემ უღალატეს.

ლუიშ კამპუში გამოცდილი სპეციალისტია. მის სახელთანაა დაკავშირებული კილიან მბაპეს, ხამეს როდრიგესის, ბერნარდუ სილვასა და ფაბინიოს აღმოჩენა.

2012-13 წლებში, როცა ჟოზე მოურინიო მადრიდის ''რეალის'' მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, ლუიშ კამპუში ''სამეფო კლუბის'' სკაუტი და ანალიტიკოსი იყო. 2013 წელს კამპუშმა მადრიდული კლუბი დატოვა. შემდგომში სპორტული დირექტორის პოსტზე ''მონაკოსა'' (2013-16) და ''ლილიში'' (2017-20) მუშაობდა. პსჟ-ში გადასვლამდე ვიგოს ''სელტას'' სტრატეგიული მრჩეველი იყო.

MARCA-ს ცნობით, მბაპე თვლის, რომ „პარი სენ ჟერმენმა“ მას უღალატა, მხარს არ უჭერს დაპირებულ პირობებს არ ასრულებს. მოგეხსენებათ, ნეიმარსა და ფრანგ ვარსკვლავს შორის დაპირისპირება მოხდა და კილიანს მისი გაშვება სურდა, მაგრამ ამას არც გუნდი დათანხმდა და არც ახალი მთავარი მწვრთნელი. აქედან გამომდინარე, 23 წლის შემტევს იანვარში „რეალში“ სურს გადასვლა.

კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, ფლორენტინო პერესმა ღიად განაცხადა, რომ მბაპესთვის მადრიდის „რეალის“ კარი სამუდამოდ დაიხურა. მიუხედავად ამისა, სპორტული გამოცემები წერენ, რომ კილიანს მაინც აქვს „ბლანკოსში“ გადაბარგების იმედი. ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით, „სამეფო კლუბს“ არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიასი დეკემბრამდე, ტრენტი და მატიპი 3 კვირით - ლივერპულში ტრავმიანობა გრძელდება
დიასი დეკემბრამდე, ტრენტი და მატიპი 3 კვირით - ლივერპულში ტრავმიანობა გრძელდება