იუვენტუსი, მილანი, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

“ფეხბურთელებით აღფრთოვანებული ვარ“ - პიოლი იუვეს დამარცხების შემდეგ

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „მილანმა“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა პიოლიმ?

„ძალიან ინტენსიური თამაში იყო. პირველ 20 წუთში ბევრი უადგილო პასი გავაკეთეთ. ბოლო პერიოდში, ლეაოს ბურთთან უფრო მეტი მუშაობა გამოსდის. ის დაცვას უნდა დაეხმაროს და გუნდისთვის თავი გასწიროს. ის თითქმის ასეთია, მაგრამ გაუმჯობესება მაინც სჭირდება.

დღეს, როგორც გუნდმა ისე ვიმუშავეთ. ეს ყველაფერი ლონდონში დავკარგეთ, მაგრამ დღეს აღვადგინეთ. ვიცით, რომ, თუ ერთად ვიმუშავებთ დადებით შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. მიზეზი იმისა, თუ რატომ გაგვიჭირდა ლონდონში ის გახლავთ, რომ აგრესიულები არ ვიყავით. მეტოქემ კი ზედმიწევნით იდეალურად ითამაშა პრესინგი.

„იუვენტუსთან“ მატჩი სერია ა-ში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მინდორზე სწორი მიდგომით და დამოკიდებულებით გამოვედით. ბევრი ტრავმირებული გვყავს და ამის ფონზე დაკისრებულ მოვალეობას თავი ბრწყინვალედ გავართვით. ჩემი ფეხბურთელებით აღფრთოვანებული ვარ.“

სატურნირო მდგომარეობა

ამ მატჩის შემდეგ, „ბებერ ქალბატონს“ 13 ქულა აქვს მერვე პოზიციაზე იმყოფება. „მილანი“ კი 20 ქულით მესამე პოზიციაზე აღზევდა, თუმცა მის კონკურენტებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას ერთით ნაკლები კონკურენტი? - ლოსანო შეიძლება წავიდეს
ხვიჩას ერთით ნაკლები კონკურენტი? - ლოსანო შეიძლება წავიდეს