მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

ქომაგები ალეგრის გაშვებას ითხოვენ - იუვე მწვრთნელს ნდობას უცხადებს

ტურინის „იუვენტუსი“ სეზონის სტარტზე არადამაჯერებლად გამოიყურება და გუნდი ნელ-ნელა პოზიციებს თმობს. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდმა მეორე ტურშიც მარცხი იწვნია, რასაც იტალიურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სოციალურ ქსელებში ქომაგები მასიმილიანო ალეგრის დათხოვნასაც ითხოვენ და ამისთვის სპეციალური ჰეშთეგიც შექმნეს.

Football Italia-ს ცნობით, კლუბი ალეგრის დათხოვნას არ აპირებს. გარდა იმისა, რომ ჯერ მათი აზრით ძალიან ადრეა, ასევე არსებობს ფინანსური ფაქტორიც, რომელიც მწვრთნელის ნაადრევად გაშვების გამო კლუბს სერიოზულ ფინანსურ კომპენსაციად დაუჯდება.

„მედ მაქსის“ ყოველწლიური ანაზღაურება 9 მილიონი ევროა, მისი კონტრაქტი კი 2025 წლამდეა ძალაში.

თუმცა, „იუვეს“ ხელმძღვანელობამ შესაძლოა ალეგრის სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები განახორციელოს.

პირველ რიგში, საუბარია ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებაზე პასუხისმგებელ პირებზე.

„ბიანკონერის" რამდენიმე საკვანძო მოთამაშე სეზონის სტარტს ტრავმების გამო ტოვებს. „იუვენტუსს“ ამჟამად კიეზა, პოგბა, ლოკატელი, ალექს სანდრო, რაბიო და შესნი აკლია. ასევე ხშირად ტრავმიანობს ანხელ დი მარიაც. ამხელა დანაკლისის ფონზე გუნდის შედეგებიც შესაბამისია.

ალეგრის გუნდი სერია A-ში 6 ტურის შემდეგ, 10 ქულით მე-8 ადგილზეა და ბოლო 5 შეხვედრაში 1 მოგება და 4 ფრე აქვთ ნათამაშები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: „სპალეტის ვეთანხმები, ბულგარეთთან მატჩის შემდეგ ხვიჩას მეც ვესაუბრე“
სანიოლი: „სპალეტის ვეთანხმები, ბულგარეთთან მატჩის შემდეგ ხვიჩას მეც ვესაუბრე“