იუვენტუსი, პსჟ, ჩემპიონთა ლიგა, მასიმილიანო ალეგრი
Aa
Aa

“იუვენტუსი დიდებულ ფეხბურთს ითამაშებს“ - ალეგრი პსჟ-სთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. 6 სექტემბერს, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 2022/2023 წლების სეზონი დაიწყება და პირველივე ტურში გულშემატკივრები ცენტრალურ დაპირისპირებას იხილავენ. „პარი სენ ჟერმენის“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ალეგრიმ?

„ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი იწყება და ჩვენ, როგორც მინიმუმ 10 ქულა გვჭირდება. სხვა შემთხვევაში ჯგუფიდან ვერ გავალთ. გპირდებით, „იუვენტუსი“ ტექნიკური თვალსაზრისით დიდებულ ფეხბურთს ითამაშებს. ერთმანეთს ორი ძლიერი გუნდი ხვდება და საოცარ მატჩს ველოდები. დარწმუნებული ვარ, პარიზში ამ დონის თამაშით ვისიამოვნებთ.

ჩვენ ისეთ გუნდს ვუპირისპირდები, რომელიც ჩემი აზრით ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი კანდიდატია. ბონუჩი, პერინი, ვლაჰოვიჩი და რაბიო პირველივე წუთებიდან ითამაშებენ. სხვა ფეხბურთელებზე ჯერ არ მიფიქრია. ორგანიზებულად უნდა ვითამაშოთ, რადგან „პარი სენ ჟერმენი“ სივრცეებს იდეალურად იყენებს. პოგბამ დღეს მეორედ ივარჯიშა, მაგრამ გაჩერდა და ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა. პოლი ხელმისაწვდომი იანვარში იქნება.“

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ დაპირისპირება 6 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დავიწყებული სეზონი“ - მარადონა სევილიაში
“დავიწყებული სეზონი“ - მარადონა სევილიაში