იუვენტუსი, ჩემპიონთა ლიგა, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

გალტიე: “იუვენტუსი რთულად დასამარცხებელი გუნდია“

ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. 6 სექტემბერს, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 2022/2023 წლების სეზონი დაიწყება და პირველივე ტურში გულშემატკივრები ცენტრალურ დაპირისპირებას იხილავენ. „პარი სენ ჟერმენის“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, პარიზელთა თავკაცმა კრისტოფერ გალტიემ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა გალტიემ?

„“იუვენტუსი“ ძლიერი გუნდია და მათი დამარცხება რთულია. ალეგრის გუნდს ახლა რთული პერიოდი აქვს, მაგრამ მათ შესანიშნავი დაცვის ხაზი ჰყავთ და ამით თავიანთი თავისთვის ბევრ სასარგებლო სიტუაციას ჰქმნიან. გარდა ამისა, ვლაჰოვიჩი წინა ხაზში უამრავ სასარგებლო რამეს აკეთებს და ის ნებისმიერი გუნდისთვის პრობლემაა.

დუშანს იშვიათი თვისებები აქვს და მან დაამტკიცა, რომ ახალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. ეს კი დამიჯერეთ ადვილი არ არის. არ გავრისკავ, თუ ვიტყვი, რომ მომავალში ის მწვერვალებს დაიპყრობს.

„პარი სენ ჟერმენში“ მშვიდი სიტუაციაა. ყველა კონფლიქტი მოგვარდა და სრული ჰარმონია სუფევს. ჩემი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძოლებს და ხვალ ამისთვის პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. პრიორიტეტი მხოლოდ გამარჯვებაა.“

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ დაპირისპირება 6 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია: “ატამანის ქმედება მიმართული იყო სიტუაციის გამწვავებისაკენ“
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია: “ატამანის ქმედება მიმართული იყო სიტუაციის გამწვავებისაკენ“