პოლ პოგბა
Aa
Aa

საფრანგეთის პროკურატურამ პოგბას შანტაჟის საქმეზე გამოძიება დაიწყო

პოლ პოგბას ძმის მატიასის შანტაჟის შესახებ ბრალდებების შემდეგ, პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

„იუვენტუსის“ ნახევარმცველი ამტკიცებს, რომ ის ორგანიზებული ბანდის გამოძალვისა და მუქარის მსხვერპლი გახდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ კრიმინალური ჯგუფის წევრი ფეხბურთელის ძმა მატიასი, პოლს შანტაჟით ფულის გამოძალვას უპირებდა. საუბარია 13 მილიონ ევროზე.

ნახევარმცველმა 16 ივლისს ტურინის პროკურატურას განცხადებით მიმართა. გასულ თვეში წინასწარი გამოძიების შემდეგ, პარიზის პროკურატურამ განაცხადა, რომ შეისწავლის ბრალდებებს ჯერჯერობით უცნობი პირის მიმართ „შეიარაღებული ბანდის მიერ შანტაჟის, გატაცებისა და დანაშაულებრივ შეთქმულებაში მონაწილეობის შესახებ“.

საქმეს სასამართლო პოლიციის ცენტრალური შტაბის (DCPJ) ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური სამსახური (OCLCO) გამოიძიებს.

პოგბას სკანდალური ამბავი

RMC Sport-ის ცნობით, 20-21 მარტის ღამეს პოგბა პარიზის გარეუბანში მდებარე ბინაში შეიყვანეს, სადაც შეიარაღებული პირები იმყოფებოდნენ. ასე მოხდა კლერფონტენში საფრანგეთის ნაკრების სასწავლო ბანაკის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. ეს საფრანგეთის ნაკრების მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, კლერფონტენის რაიონში მოხდა.

საღამოს პოგბას აცნობეს, რომ მისი ბავშვობის მეგობრებს მატჩის შემდეგ მასთან შეხვედრა სურდათ. რამდენიმე საათში პოლი ადგილზე მიიყვანეს. 9 აგვისტოს ფეხბურთელმა სამართალდამცავებს უთხრა, რომ იქ ორი მამაკაცი დახვდა, რომლებიც M16-ებითა და სხვადასხვა ავტომატური ტიპის იარაღებით იყვნენ შეიარაღებულნი.

მას 13 მილიონი ევრო მოსთხოვეს. მათ ეს იმით ახსნეს, რომ 13 წლის განმავლობაში ისინი ფარულად მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამიერიდან მსაჯები სიმულაციის და მათზე ზეწოლის შემთხვევაში ფეხბურთელებს უფრო მკაცრად დასჯიან
ამიერიდან მსაჯები სიმულაციის და მათზე ზეწოლის შემთხვევაში ფეხბურთელებს უფრო მკაცრად დასჯიან