ევრობასკეტის დღის საუკეთესო მომენტები - მამუს ჩატენვა საუკეთესოა
Aa
Aa

ევრობასკეტის დღის საუკეთესო მომენტები - მამუს ჩატენვა საუკეთესოა

ფიბამ 2022 წლის ევრობასკეტის პირველი დღის საუკეთესო მომენტები დაასახელა. ტოპ 10-ში ქართველ კალათბურთელს, სანდრო მამუკელაშვილსაც ვხედავთ და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ჩატენვა პირველ ადგილს იკავებს.

საინტერესოა, რომ მეორე ადგილზე ბელგიელი მოთამაშე, ჯონათან ტაბუ გავიდა. ამ უკანასკნელმა გამარჯვების მომტანი სამქულიანი ჩაგვიგდო და ევრობასკეტმა სწორედ მისი სროლა გამოარჩია. გეტყვით იმასაც, რომ მესამე ადგილზე ვლატკო კანჩარი იმყოფება, მეოთხე - იონას ვალანჩუნასია, ხოლო ხუთეულს ლუკა დონჩიჩი ასრულებს.

ცნობისთვის, მამუკელაშვილმა ბელგიასთან ბრწყინვალედ იასპარეზა. „მილუოკი ბაქსის“ ქართველი კალათბურთელის ანგარიშზე 18 ქულა, 13 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება იყო. „მამუს“ სარგებლიანობის კოეფიციენტი 29 გახლდათ, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორდოში დაადასტურეს - დავითაშვილს მალე დაარეგისტრირებენ
ბორდოში დაადასტურეს - დავითაშვილს მალე დაარეგისტრირებენ