იუვენტუსი, პარი სენ ჟერმენი, ლეანდრო პარედესი
Aa
Aa

1-წლიანი იჯარა - პარედესი იუვენტუსში ითამაშებს

ახალი არავისთვის არის, რომ „პარი სენ ჟერმენში“ სამხრეთ ამერიკელებსა და ევროპელებს შორის დაძაბული ურთიერთობაა. მას შემდეგ, რაც კილიან მბაპეს გუნდის მართვის გარკვეული სადავეები ანდეს, აშკარად ცდილობს, რომ სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები პსჟ-ში აღარ დარჩნენ.

ამის ნათელი მაგალითი ანხელ დი მარიას წასვლაა, რომელსაც ფრანგულმა კლუბმა კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ლეანდრო პარედესი 1-წლიანი იჯარის წესით ტურინის „იუვენტუსს“ შეუერთდა. კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც ტურინელებს მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.

ასევე, ბრიტანული გამოცემა Daily Mail იტყობინება, რომ „პარი სენ ჟერმენმა“ ლონდონის „ჩელსის“ ნეიმარის ტრანსფერი შესთავაზა. ახლა ყველაფერი „არისტოკრატებზეა“ დამოკიდებული.

პარედესი პსჟ-ში

არგენტინელი ნახევარმცველი ფრანგულ გრანდს 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, პარედესმა „პარი სენ ჟერმენის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 117-ჯერ მოირგო, 3 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Daily Mail: პსჟ-მ ჩელსის ნეიმარი შესთავაზა
Daily Mail: პსჟ-მ ჩელსის ნეიმარი შესთავაზა