იუვენტუსი, რომა, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

“ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათი მრცხვენოდა“ - ჟოზე იუვენტუსთან მატჩის შემდეგ

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. ტურინის „იუვენტუსმა“ „რომას“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. მატჩის შემდეგ, „ჯალოროსის“ თავკაცი ჟოზე მოურინიო ხმაურიანი განცხადებით წარსდგა ჟურნალისტების წინაშე:

რა თქვა ჟოზემ?

„პირველ ტაიმში წარმოუდგენლად გაგვიმართლა, ხოლო მეორეში ბევრი რამ შევცვალეთ. შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მათი მრცხვენოდა. ტაქტიკური ჩავარდნა არ გვქონდა.. მე მათი გამოსვლით ვიყავი უკმაყოფილო. ჩვენ არ შეგვეძლო ტურინში ასე თამაში.

რეალურად, პირველი ტაიმის ანგარიში ფანტასტიკის სფერო იყო. გაცილებით მეტი გოლი უნდა გაგვეშვა. მეორე ნახევარში განსხვავებული „რომა“ ვიხილეთ. სამწუხაროდ, ვაინალდუმის და ძანიოლოს ტრავმების გამო თამაშის გაძლიერების ბევრი არჩევანი არ მქონდა.

მსგავსი ტიპის პრობლემები ალეგრისაც აქვს, მაგრამ მატჩში გარდატეხა მაინც შეიტანა. ვფიქრობ, მეორე ტაიმის მოგება დავიმსახურეთ. პირველი ტაიმი კი საშინელება იყო.."

შეგახსენებთ, რომ „რომას“ 3 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში „განსაკუთრებულის“ შეგირდები „მონცას“ უმასპინძლებენ. აღნიშნული დაპირისპირება 30 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: “რონალდუს და ოსიმენის გაცვლა არ იგეგმება“
სპალეტი: “რონალდუს და ოსიმენის გაცვლა არ იგეგმება“