შოთა არველაძე, ჰალ სიტი
Aa
Aa

წაუგებელი სერია შეწყდა: არველაძის გუნდი დიდი ანგარიშით დამარცხდა

ინგლისის ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში შოთა არველაძის ''ჰალი'' პირველად დამარცხდა. სტივ ბრიუსის გაწვრთნილმა ''ვესტ ბრომვიჩმა'' შინ ''ჰალ სიტის'' 5:2 სძლია.

''ვეფხვების'' მხრიდან ოსკარ ესტუპინიანმა დუბლი შეასრულა, 77-ე წუთზე მისი პირველი გოლის შემდეგ ანგარიში 4:1 გახდა, 90-ე წუთზე კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 25 წლის კოლუმბიელმა სეზონის საწყის ხუთ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და ჩემპიონშიფის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.

სტივ ბრიუსის გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი 3 ქულა მოიპოვა, არველაძის ფეხბურთელები კი პირველად დამარცხდნენ. 

ამ ეტაპზე, როცა ჩემპიონშიფში მეხუთე ტური არ დასრულებულა, ''ჰალ სიტი'' ''სანდერლენდთან'' ერთად 8-8 ქულით მეხუთე პოზიციას იყოფს. სატურნირო ცხრილს პოლ ჰეკინგბოტომის ''შეფილდ იუნაიტედი'' 10 ქულით ლიდერობს.

მე-6 ტურში ''ჰალი'' ''ქოვენთრის'' უმასპინძლებს. შეხვედრა ზუსტად ერთ კვირაში, 27 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,თანამედროვე ფორვარდის თვისებები არ ჰქონდა“ - შეფერი მიქაუტაძეზე
,,თანამედროვე ფორვარდის თვისებები არ ჰქონდა“ - შეფერი მიქაუტაძეზე