ჩემპიონთა ლიგა, დავით ხოჭოლავა, კოპენჰაგენი
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფი: ხოჭოლავას ჯგუფურამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე პლეი-ოფის პირველი შეხვედრები გაიმართა. ტურნირის ამ ეტაპზე სამი ქართველი ფეხბურთელი - დავით ხოჭოლავა, ირაკლი აზაროვი და ლუკა გუგეშაშვილი ასპარეზობენ. 16 აგვისტოს, დათა ხოჭოლავას გუნდი საკუთარ მოედანზე „ტრაბზონსპორს“ დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით - 2:1 დაამარცხა.

ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეხვედრა შეუცვლელად ჩაამთავრა. საგულისხმოა, რომ „კოპენჰაგენი“ შეხვედრას 2:0-ს იგებდა და სამწუხაროდ, სტუმრების გოლში დავით ხოჭოლავამაც მიიღო მონაწილეობა.

ანგარიში პირველი ნახევრის დებიუტში, მე-9 წუთზე კლაესონმა გახსნა, მეორე ტაიმის დებიუტში კი დანიურმა კლუბმა ლერაგერის გოლით სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.

სტუმრებმა 1 ბურთი 79-ე წუთზე გაქვითეს და როგორც გითხარით, ამ გოლში ბრალეულობა გარკვეულწილად ქართველ ფეხბურთელსაც მიუძღვის. სტუმართა ბერძენი ლეგიონერი, ბაკასეტასი გოლის გატანას შორიდან ცდილობდა, მისი დარტყმული ხოჭოლავას მოხვდა და ქართველისგან ასხლეტილი ბურთი საბოლოოდ მასპინძელთა კარში აღმოჩნდა.

„კოპენჰაგენგმა“ ფლეი-ოფის საშინაო მატჩი 2:1 მოიგო და საპასუხო მატჩამდე მცირე უპირატესობა შეიქმნა. გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა ტრაბზონში 24 აგვისტოს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.

კოპენჰაგენი 2:1 ტრაბზონსპორი

რაც შეეხება დანარჩენ შეხვედრებს, „ბოდო/გლმიტმა“ საკუთარ მოედანზე ზაგრების „დინამო“ მინიმალური სხვაობით - 1:0 დაამარცხა, „რეინჯერსისა“ და პსვ-ს შეხვედრა კი ფრედ - 2:2 დასრულდა.

ცნობისთვის, ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ფლეი-ოფში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი იასპარეზებს. ირაკლი აზაროვის „ცრვენა ზვეზდა“ სტუმრად „მაკაბი ჰაიფას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაივიწყეთ ინსინიე, ის ნაპოლის ლიდერებში დააბრუნებს!“ - ცნობილი ჟურნალისტი ხვიჩაზე
„დაივიწყეთ ინსინიე, ის ნაპოლის ლიდერებში დააბრუნებს!“ - ცნობილი ჟურნალისტი ხვიჩაზე