პეპ გუარდიოლა, ლიონელ მესი
Aa
Aa

„რატომაა მესი მსოფლიოში საუკეთესო? იმიტომ, რომ ცხოველია“ - გუარდიოლას მონოლოგი

დოკუმენტური ფილმის, „Together: Champions Again“-ის მეორე ეპიზოდში, რომელიც „მანჩესტერ სიტის“ მიერ გასულ სეზონში მიღწეულ წარმატებაზე გვიყვება, „ბრიუგესთან“ გამართული მატჩის შესვენებისას გადაღებული კადრები ვიხილეთ. „ქალაქელთა“ თავკაცმა, პეპ გუარდიოლამ საკუთარი შეგირდებისთვის მოტივაციის მიცემა სცადა და მათ ლიონელ მესი გაახსენა.

„სიტი“ პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს იგებდა, თუმცა გუარდიოლასთვის ეს საკმარისი არ ყოფილა და მანჩესტერელთა თავკაცს სურდა, მის გუნდს გოლების გატანა გაეგრძელებინა. სწორედ ამიტომ, მან „ქალაქელთა“ მოთამაშეებს მესის თამაში შეახსენა.

„რატომაა მესი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც ჩემი ცხოვრების განმავლობაში მინახავს? იმიტომ, რომ ის გამარჯვებას ძალიანაა მოწყურებული და ნამდვილი ცხოველია! ჩვენ კი პასებს ვაკეთებთ და ვიყურებით... როცა პასს აკეთებთ, მეტოქეს უნდა შეუტიოთ და გოლები გაიტანოთ! როცა მესი პასს აკეთებს, მოწინააღმდეგის საჯარიმოში ისე შერბის, თითქოს მანქანა იყოს! მას გოლის ყნოსვა აქვს და თქვენც ასე უნდა მოიქცეთ“.

სხვათა შორის, გუარდიოლას მონოლოგმა გაამართლა და მისმა შეგირდებმა მეორე ნახევარში სამი გოლი გაიტანეს, შეხვედრა კი „სიტიმ“ 5:1 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე ბარნლის რადარზე - კლარეტები შეთავაზების გაკეთებაზე ფიქრობენ
მიქაუტაძე ბარნლის რადარზე - კლარეტები შეთავაზების გაკეთებაზე ფიქრობენ