ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

ლოჩოშვილი სერია A-ში? - ქართველით იტალიური კლუბია დაინტერესებული

საქართველოს  ნაკრებისა და ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი შესაძლოა იტალიის სერია A-ს კლუბ „ვერონაში“ გადავიდეს. ინფორმაციას იტალიური გამოცემა Tuttocalciomercato24 ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, „ვერონას“ ხელმძღვანელებმა „ვოლფსბერგერს“ ოფიციალური შეთავაზებაც წარუდგინა და ფეხბურთელის სანაცვლოდ მზადაა 1.6 მილიონი ევრო გადაიხადოს.

Transfermarkt-ის მიხედვით, 24 წლის ფეხბურთელი 1.5 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ლუკა ლოჩოშვილი ავსტრიულ გუნდს 2020 წელს, თბილისის „დინამოდან“ შეუერთდა და ამ დრომდე „ვოლფსბერგერის“ მაისურით 71 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები