ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ჟირონა
Aa
Aa

სპალეტის გადაწყვეტილებით - კვარაცხელია ჟირონასთან სათადარიგოთა სკამზე დარჩა

სულ მალე სერია ა-ს ახალი სეზონი დაიწყება და „ნაპოლი“ მოსამზადებელ პერიოდს აგრძელებს. „პარტენოპეი“ მორიგ ამხანაგურ მატჩს „ჟირონას“ წინააღმდეგ გამართავს.

ლუჩანო სპალეტიმ აღნიშნული მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც სამწუხაროდ ხვიჩა კვარაცხელია არ გახლავთ.

ძირითადი შემადგენლობა:

მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ფაბიანი, პოლიტანო, ოსიმენი, ლოსანო

შეგახსენებთ, რომ წინა მატჩი „ნაპოლიმ“ „მალიორკას“ წინააღმდეგ გამართა და ქართველი ფეხბურთელი შეხვედრაში მეორე ტაიმში ჩაერთო და ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. „ნაპოლისა“ და „ჟირონას“ მატჩი თბილისის დროით 20:30-დან დაიწყება.

ხვიჩა „მალიორკას“ წინააღმდეგ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მარცხენა ფლანგი მისი სამფლობელოა“ - La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე
„მარცხენა ფლანგი მისი სამფლობელოა“ - La Repubblica-ს სტატია ხვიჩაზე