გიორგი პაპავა
Aa
Aa

დინამო კაპიტანმა დატოვა - პაპავა თბილისურ კლუბში აღარ ითამაშებს

საფეხბურთო კლუბი თბილისის ''დინამო'' გუნდის კაპიტანმა გიორგი პაპავამ დატოვა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. გიორგი პაპავამ კლუბის ვებგვერდთან საუბარში განაცხადა:

"დინამო ჩემთვის ოჯახია, აქ თავს ისე ვგრძნობ როგორც სახლში. აქ გავიზარდე და ჩამოვყალიბდი პროფესიონალ ფეხბურთელად და მუდამ დინამოს გულშემატკივრად დავრჩები. ამ კლუბმა ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში უდიდესი როლი ითამაშა. ამ ყველაფრისთვის მსურს მადლობა ვუთხრა დინამოს. გარკვეული პერიოდი ჩემს დინამოურ კარიერაში პაუზა იყო და დაბრუნების შემდეგ კაპიტნად ამირჩიეს. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი იყო, რადგან დინამო უდიდესი კლუბია, სადაც უამრავ ლეგენდას უთამაშია."

გიორგი პაპავამ თბილისის ''დინამოს'' რიგებში 182 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 6 გოლია.

29 წლის ფეხბურთელმა კარიერის დიდი ნაწილი ''დინამოში'' გაატარა. მას ასევე უთამაშია კვიპროსულ ''ნეა სალამინაში'', გორის ''დილასა'' და ''რუსთავში''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები