ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

დე იონგი ხელფასს 12-დან 7 მილიონამდე შეიმცირებს, თუ არა და გაყიდიან

ფრენკი დე იონგი უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, შეამცირებს თუ არა ხელფასს „ბარსელონაში“ დარჩენისთვის.

ნახევარმცველმა უკვე იცის, რომ კატალონიურ კლუბში თამაშის გასაგრძელებლად ხელფასის მნიშვნელოვანი შემცირება უნდა მიიღოს. ამის შესახებ მას ჩავიც ესაუბრა.

ახლა დე იონგი წელიწადში დაახლოებით 12 მილიონ ევროს იღებს გადასახადების გამოკლებით.

აგენტი ალი დურსუნი, რომელიც ფრენკის წარმოადგენს, კატეგორიული წინააღმდეგია, რომ ნახევარმცველი დათანხმდეს ხელფასის შემცირებას. მას მიაჩნია, რომ „ბარსა“ ერთგვარ „გამოძალვას" სჩადის. თუმცა, კლუბი ძალიან მკაფიო პოზიციას იკავებს: ის ან უნდა დათანხმდეს ხელფასის შემცირებას, ან დატოვოს გუნდი.

უახლოეს დღეებში არსებული ვითარება უნდა მოგვარდეს. 25 წლის ნახევარმცველით „მანჩესტერ იუნაიტედი" და „ჩელსი" ინტერესდებიან, მისთვის ბრძოლაში „ბაიერნსაც" შეუძლია ჩართვა.

As-ის ცნობით, დე იონგს ჯერ არ გადაუწყვეტია რა გააკეთოს. მას ძალიან სურს დარჩენა. ნიდერლანდელმა რამდენიმე კვირის წინ დაასრულა ბარსელონაში თავისი სახლის რეკონსტრუქცია, ბარსელონას დატოვება არც მის შეყვარებულს სურს.

ჩავიმ ნახევარმცველს უთხრა, რომ მისი იმედი ჰქონდა და მას პროექტისთვის მნიშვნელოვან მოთამაშედ თვლის, მაგრამ გუნდში რომ დარჩეს, მას მოუწევს ხელფასის სერიოზულად შემცირება, ისევე როგორც ყველა სხვა ფეხბურთელს, რომლებიც წელიწადში 10 მილიონ ევროზე მეტს იღებენ.

თუ დე იონგი დათანხმდება კლუბის მიერ წამოყენებულ პირობებს, ის წელიწადში დაახლოებით 7 მილიონ ევროს მიიღებს. ბონუსების გათვალისწინებით თანხა შეიძლება სეზონზე 9 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლა ლა ლა ვლადიმერ პუტინ“ - ფენერბახჩეს ქომაგები კიევის დინამოსთან მატჩისას
„ლა ლა ლა ვლადიმერ პუტინ“ - ფენერბახჩეს ქომაგები კიევის დინამოსთან მატჩისას