ბარსელონა, ბაიერნი, ლევანდოვსკი
Aa
Aa

ლევანდოვსკი: "ბაიერნს ჩემი შემცვლელი არ სჭირდება"

მრავალთვიანი საგა დასრულდა. რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონაში“ 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. პოლონელ თავდამსხმელს ჯერჯერობით ჟურნალისტებთან ღიად არ უსაუბრია, თუმცა გამოცემა AS-ის წარმომადგენელი ვეტერან თავდამსხმელს დაუკავშირდა და მისგან მცირე კომენტარი მოისმინა, რომელიც „ბაიერნს“ ეხება.

რა თქვა ლევანდოვსკიმ?

„ვფიქრობ, მიუნხენის „ბაიერნს“ ბევრი შემტევის სტილის ტალანტი ჰყავს და მათ გამოკვეთილი „ცხრიანი“(ცენტრალური თავდამსხმელი) არ სჭირდებათ. ჩემი ყოფილი გუნდის შეტევა გამორჩეულია და მათ ამის მართვა, ჩემი შემცვლელის გარეშეც შესანიშნავად შეუძლიათ.“

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ, გაჩნდა ჭორები, რომ „რეკორდმაისტერს“ კრიშტიანუ რონალდუ შეუერთდებოდა და პოლონელ შემტევს ჩაანაცვლებდა, თუმცა ჰასან სალიჰამიჯიჩმა ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ მათ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი არ სჭირდებათ.

ასევე გეტყვით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, გერმანულმა გიგანტმა სადიო მანე გადმოიბარა და ლევანდოვსკის ადგილზე სწორედ სენეგალელ ფეხბურთელს მოიაზრებს. ასევე, „ბაიერნმა“ ტურინის „იუვენტუსიდან“ მატიას დე ლიხტი შეიძინა და დაცვის ცენტრი გააძლიერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე იონგი ჩელსიში გადასვლის წინააღმდეგი არ არის - მიზეზი ცნობილია
დე იონგი ჩელსიში გადასვლის წინააღმდეგი არ არის - მიზეზი ცნობილია