ბოლო წინადადება ბაიერნს - ბარსა ლევანდოვსკის გადაბირებას ცდილობს
Aa
Aa

ბოლო წინადადება ბაიერნს - ბარსა ლევანდოვსკის გადაბირებას ცდილობს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ, „ბარსელონას“ გეგმებზე ბევრი იწერება. გამონაკლისი არც ბოლო საათები ყოფილა და „ბლაუგრანას“ სატრანსფერო აქტივობებზე საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

Sport-ის მიხედვით, კატალონიელებმა „ბაიერნს“ ბოლო წინადადება გაუკეთეს და რობერტ ლევანდოვსკის თაობაზე მიმართეს. „ბარსელონას“ შეთავაზება 50 მილიონი ევროა და „კამპ ნოუს“ ბინადრებს სურთ, „ბაიერნმა“ თანხმობა, რაც შეიძლება მალე განაცხადოს. თავად ფეხბურთელსა და „ბლაუგრანას“ შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება, რომლის 1 წლით გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი.

Sport-ის ცნობით, ლევანდოვსკი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ რაც შეიძლება მალე ბარსელონაში ჩავიდეს. მას სხვა კლუბებისგან მიღებული წინადადებები არ აინტერესებს და მხოლოდ კატალონიურ გრანდზეა ორიენტირებული. არადა იგი „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ჩელსის“ დაუკავშირეს.

 „ბარსელონამ“ „ბაიერნს“ რამდენიმე წინადადება უკვე გაუკეთა, მაგრამ ყოველ ჯერზე უარი მიიღო. Sport-ის მიხედვით, კატალონიელები ამჯერად ოპტიმისტურად არიან განწყობილი და ვარაუდობენ, რომ „ლევას“ სატრანსფერო საგა მალე დასრულდება. ლევანდოვსკის გარდა, ფრენკი დე იონგის შესახებაც დაიწერა, ესპანური ტელეარხის, TV3-ის თანახმად, „ბარსელონასა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის შეთანხმება შედგა და ნიდერლანდელი „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. სატრანსფერო ფასი 85 მილიონი ევროა და მხარეებს შორის პრაქტიკულად ყველაფერი შეთანხმებულია.

BBC-ის მიხედვით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელები ესპანეთში მიემგზავრებიან, რათა „ბარსელონას“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. ტრანსფერი დახურვასთან ახლოს არაა, რადგან ფრენკის „ნისლიან ალბიონზე“ გადასვლის პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს, თუმცა „წითელი ეშმაკები“ არ ნებდებიან და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ. მათ იმედი აქვთ, რომ ბარსელონაში გამგზავრება პოზიტიურ შედეგს გამოიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რაფინიას ალტერნატივა - ჩელსი გნაბრიზე გადაერთო
რაფინიას ალტერნატივა - ჩელსი გნაბრიზე გადაერთო