გიორგი მამარდაშვილი, იასპერ სილესენი
Aa
Aa

მამარდაშვილის კონკურენტი ვალენსიას დატოვებს - გატუზომ გადაწყვეტილება მიიღო

„ვალენსიას“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც კავშირი გიორგი მამარდაშვილთან აქვს. Fichajes.net-ის ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ „მამარდას“ მთავარი კონკურენტის, იასპერ სილესენის გაშვება გადაწყვიტა და „ჩემ“ მის გასაყიდად ზომები უნდა მიიღოს.

„მამარდაშვილის აფეთქებამ გამოიწვია ის, რომ გიორგი ვალენსიას აწმყო და მომავალია და კლუბი მასთან გაუმჯობესებული ხელშეკრულების დადებას აპირებს, რაც იასპერ სილესენს რთულ მდგომარეობაში ტოვებს. ჯენარო გატუზომ ჩეს მენეჯმენტს ნიდერლანდელის გაყიდვა უბრძანა და ახლა კლუბის ხელმძღვანელებმა თავიანთი სამუშაო უნდა შეასრულონ, რათა 33 წლის მეკარისთვის საუკეთესო გუნდი იპოვონ“, - წერს ესპანური გამოცემა.

Fichajes.net-ი ადასტურებს იმ ინფორმაციას, რომელიც დღეს დილით, AS-მა გაავრცელა და აცხადებს, რომ სილესენის ალტერნატივა კრისტიან რივერო გახლავთ. თუმცა თუ რივერომ გატუზოს მოლოდინი ვერ გაამართლა, „ვალენსია“ სატრანსფერო ბაზარზე გააქტიურდება და ვეტერან მეკარეს შეიძენს.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩაკვემ ერთა ლიგის ჯგუფი მოგვაგებინა“ - ვაისმა ქართველი ფეხბურთელი შეაქო
„ჩაკვემ ერთა ლიგის ჯგუფი მოგვაგებინა“ - ვაისმა ქართველი ფეხბურთელი შეაქო