ლივერპული, დარვინ ნუნიესი
Aa
Aa

ოფიციალურად - დარვინ ნუნიესი ლივერპულის ფეხბურთელია

ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იწერებოდა დარვინ ნუნიესის ტრანსფერის შესახებ. ურუგვაელ თავდამსხმელს „ლივერპულს“ აქტიურად უკავშირებენ და რეალურად ეს საკითხი ყველასთვის ნათელი იყო.

სულ ცოტა ხნის წინ, მერსისაიდული გრანდის ოფიციალურმა ვებ-საიტმა დაადასტურა, რომ ნუნიესი მომავალი სეზონიდან „ლივერპულში“ ითამაშებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ურუგვაელმა ფორვარდმა ''ლივერპულთან'' ხუთწლიან კონტრაქტს კონტრაქტს მოაწერა ხელი და მისი ანაზღაურება კვირაში 250 000 ევრო იქნება.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, დარვინმა კლუბის ვებ-საიტთან ისაუბრა:

„ეს დიდებული კლუბია და აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებს და პირველ რიგში ჩემს შვილს, რომელიც ჩემი მოტივაციის პირველი წყაროა. ვამაყობ, რომ ამ დიდებული გუნდის ნაწილი ვიქნები.

„ლივერპულის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშე და ამ კლუბის სათამაშო სტილი ჩემსას ძალიან ჰგავს და დარწმუნებული ვარ ადაპტაციას მალე გავივლი. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემმა ახალმა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს.“

შეგახსენებთ, რომ დარვინ ნუნიესის უკანასკნელი კლუბი „ბენფიკა“ იყო, სადაც ორი სეზონის განმავლობაში 84 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 47 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"მანჩესტერ იუნაიტედმა უნდა დაწეროს წიგნი, თუ როგორ არ უნდა განახორციელონ ტრანსფერი"