ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„ჰოლოუეის პირველ რაუნდში დავაფინიშებ" - თოფურიას ხმამაღალი განცხადება

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ხმამაღალი განცხადება გააკეთა. „ელ მატადორმა“ სოციალურ ქსელებში მაქს ჰოლოუეისა და ჟოზე ალდოს შორის გამართული ბრძოლის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა და განაცხადა:

„ჰოლოეუის პირველ რაუნდში დავაფინიშებ“.

შეგახსენებთ, რომ ჰოლოეუის კარიერაში 29 ბრძოლა აქვს გამართული. მის ანგარიშზე 23 გამარჯვება და 6 წაგებაა. მაქსს ზედიზედ 2-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ჯერ საოცარ ბრძოლაში კელვინ კატარი დაამარცხა, ხოლო შემდეგ, არანაკლებ საინტერესო დაპირისპირებაში იაირ როდრიგესს სძლია.

თოფურიას რაც შეეხება, 2022 წელს, ილია ორი ბრძოლის გამართვას გეგმავს და როგორც თავად ამბობს, გაისად, ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონობა სურს. „ელ მატადორმა“ კარიერაში 12-ჯერ იჩხუბა, დაუმარცხებელია და ბოლოს ჯაი ჰერბერტს ნოკაუტით სძლია.

გეტყვით იმასაც, რომ ილიას მომდევნო მეტოქედ ედსონ ბარბოზას ასახელებენ და ეს ინფორმაცია თოფურიამაც დაადასტურა. „ელ მატადორმა“ ბრაზილიელს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტში მიმართა და განაცხადა, რომ ან ბრძოლას დათანხმდეს, ან სხვა მეტოქეს იპოვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ,,ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ გულშემატკივარი გამარჯვებას ელოდა
სანიოლი: ,,ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ გულშემატკივარი გამარჯვებას ელოდა"