ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

იტალიური პრესა ხვიჩაზე: მეტოქის მეკარისა და ნაპოლის ქომაგების გაოცება მოახერხა

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე გათამაშება C ლიგაში დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო და გიბრალტარს 4:0 მოუგო.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც გოლს პლუს საგოლე გადაცემა გაიფორმა და Sofascore-ის ვერსიით ყველაზე მაღალი შეფასება (8.8) მიიღო.

ხვიჩას კარგ თამაშს გამოეხმაურა იტალიური გამოცემა ilmattino:

„გოლს პლუს საგოლე პასი - ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებისთვის კვლავ გაიტანა და თან რა გოლი. მეკარეს თავზე გადაუგდო, მახვილი კუთხიდან და თან თითქმის პენალტის ნიშნულიდან. მან მეტოქის მეკარისა და ნაპოლის ქომაგების გაოცება მოახერხა. გუნდი, რომელშიც ივლისიდან ელოდებიან. მან ერთი საათი ითამაშა, საქართველომ მატჩი 4:0 მოიგო“.

- წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მორიგ შეხვედრას 5 ივნისს ბულგარეთში გამართავს. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაგია და სანახაობა ხვიჩასგან
„მაგია და სანახაობა ხვიჩასგან" - იტალიური პრესა კვარას გოლს გამოეხმაურა