21 ივნისის სატრანსფერო ზონა
დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები crystalsport-სგან (იხილეთ ვიდეო).
ქვემოთ მოცემულია დღის სხვა სატრანსფერო ჰედლაინები, რომლებიც ვიდეოში ვერ მოხვდა.
* იუვენტუსი სტივენ ნზონზის სატრანსფერო მოლაპარაკებების შეწყვეტას აპირებს. ტურინელები სევილიას ფასზე ვერ უთანხმდებიან, რადგან ანდალუსიელები 40 მილიონ ევროს ფეხს არ უცვლიან.
* calciomercato-ს თქმით, მილანის წარმომადგენლები დღეს ნიკოლა კალინიჩის აგენტს შეხვდებიან.
* იტალიური პრესის ცნობით, მარკო ვერატი ბარსელონას კონტრაქტის დეტალებზე მოელაპარაკა.
* როგორც ირკვევა, ჯანლუიჯი დონარუმა ფიქრობს, რომ თავის გადაწყვეტილებას გადახედოს და მილანთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები განაახლოს.
* ვალენსიას ცენტრალური მცველი აიმენ აბდენური შესაძლოა მომავალი სეზონიდან საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდეს. მას შეთავაზებები ლიონიდან და მარსელიდან აქვს. გარდა ამისა, მისი სამსახურით ინგლისური კლუბები - ნიუკასლი და ევერტონიც ინტერესდებიან.
* ლივერპულის ევერტონი მოლაპარაკებებს ინტერის ნახევარმცველ მარსელო ბროჟოვიჩთან აწარმოებს.
* სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ სიტიდან წასვლა არ სურს.
* ბრიტანული პრესის თქმით, უახლოეს დღეებში დანი ალვეში სიტისთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
* Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერის ხელმძღვანელები ანდრეს ინიესტას აგენტს დაუკავშირდნენ და ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე ესაუბრნენ.
* ფლორენტინო პერესის განცხადებით, მის კლუბს ალვარო მორატას ტრანსფერის თაობაზე არანაირი შეთავაზება არ მიუღია.
* ჩელსი ახლოსაა, რომ მიდლსბროს შემტევი ნახევარმცველი ადამა ტრაორე თავის რიგებში გადაიყვანოს. ამ ფეხბურთელით ბარსელონაც ინტერესდება.
* L’Equipe-ის ცნობით, ელაკიმ მანგალა ამჟამად საფრანგეთში იმყოფება და ლიონთან შეთანხმებას ცდილობს.
* Marca-ს მტკიცებით, ჟოზე მოურინიოს კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერში ტრანსფერის წინააღმდეგია.
* ვეტერანი ჰოლანდიელი გამთამაშებელი ვესლი სნეიდერი შესაძლოა MLS-ის კლუბ მონრეალ იმპაქტში გადავიდეს.
* ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი მიხაილ რაიციგერი "აიაქსის" ახალგაზრდული გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
* ჩელსი კურტ ზუმას განათხოვრებას აპირებს.
* პორტუგალიელმა მცველმა პეპემ განაცხადა, რომ იგი ჯერ არცერთ კლუბს არ შეთანხმებია და ამ ეტაპზე კონცენტრაცია მხოლოდ კონფედერაციის თასზე აქვს გადატანილი.
* Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ექტორ ბელერინის შეძენა ტურინის იუვენტუსსაც სურს. დაინტერესება მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ დანი ალვეში სიტიში გადადის.
* ტოტენჰემს რეალის ახალგაზრდა ფორვარდის მარიანო დიასის გადაბირება სურს.
* ლონდონის არსენალმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აარონ რემზისთან მოლაპარაკებები წამოიწყო.
* ჰამბურგის მეკარე რენე ადლერი შესაძლოა მაინცში გადავიდეს.