რეალი, პსჟ, მონაკო
Aa
Aa

"მას უკვე ველაპარაკე" - კამავინგა ჩუამენის ტრანსფერზე

აურელიენ ჩუამენის გარშემო ჯერჯერობით ისევ გაურკვევლობაა. ფრანგ ამომავალ ვარსკვლავს მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ, თუმცა „პარი სენ ჟერმენი“ მის გადაბირებას აქტიურად ცდილობს და „ბლანკოსს“ ხელს უშლის.

„სამეფო კლუბის“ ფრანგმა ნახევარმცველმა ედუარდო კამავინგამ ჩუამენის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა, რომელიც ფაბრიციო რომანომ გააჟღერა.

„იმედი მაქვს, ჩუამენი მადრიდში გადმოვა. მე მას უკვე ველაპარაკე.. ვნახოთ რა მოხდება მომავალ რამდენიმე დღეში.“

რა ხდება ჩუამენის გარშემო?

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე აურელინ ჩუამენის აგენტსა და მადრიდის ''რეალს'' შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა. მადრიდის ''რეალი'' მზადაა გამოსასყიდი თანხა 80 მილიონ ევრომდე გაზარდოს (პლუს ბონუსები). მხარეებს შორის მოლაპარაკება პროგრესირებს, თუმცა „პარი სენ ჟერმენი“ არ ჩერდება.

ესპანელმა ჟურნალისტმა მატეო მორეტომ პსჟ-ს მოქმედებაზე ისაუბრა. ვიგებთ, რომ ნასერ ალ-ხელაიფიმ „მონაკოს“ ჩუამენის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა. ეს მადრიდელთა წინადადებაზე 20 მილიონით მეტია.

 როგორც მოგეხსენებათ, „მონაკო“ „სამეფო კლუბს“ დამატებით 15 მილიონს სთხოვდა, რაზეც ფლორენტინო პერესი უარს ამბობდა. როგორც ხედავთ, პარიზული გრანდის პრეზიდენტმა ბევრად სარფიანი შეთავაზება გააკეთა და შესაძლოა ჩუამენი პსჟ-ში ვიხილოთ.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, თავად ფეხბურთელის პრიორიტეტი მადრიდის „რეალში“ თამაშია და ამან საბოლოო გადაწყვეტილებაზე შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სექსი, სასმელი, ნარკოტიკები - რამ შეცვალა პატოს ცხოვრება უკეთესობისკენ?
სექსი, სასმელი, ნარკოტიკები - რამ შეცვალა პატოს ცხოვრება უკეთესობისკენ?