''სენსაციური გამარჯვება'' - ოქროს მედლები მსოფლიო თასზე
ტანვარჯიშში, იტალიის ქალაქი რიმინი ბატუტზე ხტომებში მსოფლიო თასს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრების წევრმა ანანო აფაქიძემ საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ფინალში გავიდა, სადაც მე-3 ადგილი დაიკავა.
სინქრონულ ვარჯიშში ანანო აფაქიძემ და თეონა ჯანჯღავამ ოქროს მედლები მოიპოვეს. როგორც საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია იუწყება, ეს ქართველი სპორტსმენისთვის დიდი წარმატებაა:
''სენსაციური გამარჯვება იტალიაში! ჩვენმა ბატუტზე მხტომელებმა, სინქრონულ ვარჯიშში ოქროს მედლები მოიპოვეს! ანანო აფაქიძე და თეონა ჯანჯღავა არიან ოქროს გოგონები! ვულოცავთ გოგონებს და სრულიად საქართველოს ამ დიდ გამარჯვებას!!!''.