18-წლამდელების შემადგენლობა - წლის მეოთხე შეკრება და მოახლოებული მატჩები
Aa
Aa

18-წლამდელების შემადგენლობა - წლის მეოთხე შეკრება და მოახლოებული მატჩები

 ლაშა ფირცხალაიშვილის 18-წლამდე ნაკრები ამხანაგური მატჩების სერიას განაგრძობს. 18-წლამდელები რუსთავის აკადემიის მოედანზე, 6 და 8 ივნისს სომხეთის ასაკობრივ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, მიმდინარე წლის ივნისიდან 19-წლამდე ნაკრები გახდება, რომელიც ოფიციალური შეხვედრების სერიას, 2022 წლის სექტემბერში, 2023 წელს მალტაზე გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებით დაიწყებს.

U18 | შემადგენლობა

მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), დავით იობაშვილი (დინამო თბილისი).

მცველები: რომან მორჩილაძე (დინამო თბილისი), არჩილ დათუაშვილი (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), გიორგი ქუქალია (საბურთალო), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), გიორგი ბართია (საბურთალო), ლაშა კალანდაძე (ლოკომოტივი თბილისი), თემურ გოგნაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), დიმიტრი ღურწკაია (დინამო თბილისი), თენგიზ ალიბეგაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა წულუკიძე (საბურთალო).

თავდამსხმელები: დავით გოცირიძე (დინამო თბილისი), გიორგი ხაბულიანი (თელავი), ლუკა პარკაძე (დინამო თბილისი), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა ჯაჭვლიანი (სან კუგატი, ესპანეთი).

18-წლამდელებმა, ბოლო მატჩები შვეიცარიელი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარეს, სადაც ტურნეს ფარგლებში პირველი მატჩი მოიგეს, ხოლო მეორე ფრედ ითამაშეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
AS: „მამარდაშვილს მანჩესტერ იუნაიტედი დაუკავშირდა“
AS: „მამარდაშვილს მანჩესტერ იუნაიტედი დაუკავშირდა“