შოთა არველაძე, ჰალ სიტი, საბა ლობჟანიძე, ჰატაისპორი
Aa
Aa

არველაძის ჰალ სიტი საბა ლობჟანიძით ინტერესდება

საფეხბურთო სეზონი დასრულდა და ყოველდღიურად ახალ სატრანსფერო სიახლეებს ვეცნობით. გამონაკლისი არც ქართველი ფეხბურთელები არიან. თურქული მედია საბა ლობჟანიძესთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ცნობილი ხდება, რომ ინგლისურმა „ჰალ სიტიმ“, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის „ჰატაისპორის“ ქართველ ნახევარმცველს შეთავაზება გაუკეთა. ამ ინფორმაციას კი „ჰატაისპორის“ პრეზიდენტი მუსტაფა იოზატი ადასტურებს.

წყაროს ცნობით, „ჰალ სიტი“ ლობჟანიძის გუნდელითაც ინტერესდება. საუბარი აუბ ელ კააბიზეა. ჯერჯერობით, მუსტაფა იოზატს გადაწყვეტილება არ მიუღია.

ლობჟანიძე გასულ სეზონში

2021/2022 წლების სეზონში, ქართველმა ფეხბურთელმა „ჰატაისპორის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 40-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წინადადება არ ყოფილა, დისკუსია საწყის ეტაპზეა - Mirror-ი მამარდაშვილზე წერს
წინადადება არ ყოფილა, დისკუსია საწყის ეტაპზეა - Mirror-ი მამარდაშვილზე წერს