ქალთა ფეხბურთის გუნდი, ლიონის ქალთა გუნდი
Aa
Aa

ისტორიაში მერვე თასი - ლიონმა ბარსას ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოუგო

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლიონის“ ქალთა გუნდმა „ბარსელონა“ 3-1 მოუგო და ტურნირი რეკორდულად მერვედ მოიგო.

ქალთა ფეხბურთის ფრანგული გიგანტები, მიუხედავად ყველა ტიტულისა, მატჩს აუტსაიდერის რანგში შეხვდნენ. ამ სტატუსმა „ლიონი“ არ დაამცირა, მაგრამ მეტოქის სიძლიერე გაუსვა ხაზი. გასულ სეზონში კატალონიელებმა ევროპის თასის ფინალში „ჩელსი“ დაამარცხეს (4:0). „ლიონი“ კი მეოთხედფინალიდან გამოვარდა.

რაც შეეხება მატჩს, „ლიონმა“ 33-ე წუთისთვის სამი გოლი გაიტანა და კატალონიელებს თამაშში დაბრუნების საშუალება არ მისცა. საბოლოოდ 3:1 მოიგეს და თასსაც დამსახურებულად დაეუფლნენ.

გუნდები 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინაც ფრანგებმა 3:1 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ „ლიონმა“ ჩემპიონთა ლიგა მერვედ მოიგო და კიდევ ერთხელ განაახლა თავისი რეკორდი. თასების რაოდენობით მეორე ადგილზე გერმანული „ფრანკფურტია" (4). „ბარსელონას“ თასი მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული.

ფინალამდე ბუკმეიკერები და პრესა უპირობო ფავორიტად ბარსას ასახელებდა

ფინალში ფრანგების პოზიცია აიხსნება იმით, რომ წელს „ბარსა“ კიდევ უფრო გაძლიერდა. ესპანეთის ჩემპიონატში 30 მატჩი - 30 გამარჯვება. გარდა ამისა, 159 გატანილი და მხოლოდ 11 გაშვებული გოლი, მადრიდის „რეალთან“ ანუ ვერცხლის მედალოსანთან შორის სხვაობა 30 ქულაა. „ბარსელონას“ ფეხბურთელებმა იმდენად მოახდინეს შთაბეჭდილება მსოფლიოში თავისი დომინირებით, რომ სეზონში ორჯერ შეხვედრებზე დასწრების რეკორდი დაამყარეს (ქალთა საფეხბურთო მატჩზე).

კატალონიელები ლიონთან ერთად ფინალს სეზონში მხოლოდ ერთი მარცხით შეხვდნენ. ისიც „ვოლფსბურგთან“ წააგეს და ამ მატჩს პრაქტიკულად არანაირი სატურნირო ღირებულება არ ჰქონდა - პირველ შეხვედრაში „ბარსამ“ გერმანელები 5:1 დაამარცხა და სტუმრად 0:2 დათმეს.

„ლიონის“ ქალთა გუნდმაც ჩემპიონატი დაუმარცხებლად მოიგო, თუმცა სეზონის განმავლობაში სამჯერ დამარცხდა, მათ შორის პსჟ-სთან (0:3) საფრანგეთის თასის 1/8 ფინალში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინ იყო ჩართული ამ პროცესებში? - 3 მიზეზი რატომაც მბაპე პსჟ-ში დარჩა
ვინ იყო ჩართული ამ პროცესებში? - 3 მიზეზი რატომაც მბაპე პსჟ-ში დარჩა