ხერარდ პიკე, სუპერ ლიგა
Aa
Aa

"არ მგონია, რომ რეალი და ბარსელონა სწორად იქცევიან" - პიკე სუპერ ლიგაზე

ჟერარ პიკემ ევროპის სუპერ ლიგის შექმნის შესახებ თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

„ჩემი აზრით, ეს საკითხი ესპანეთში ძალიან პოლიტიკური გახდა. პრესას სუპერ ლიგის მომხრე სხვადასხვა ხალხი აკონტროლებს. ეს არ არის იგივე, რაც დიდ ბრიტანეთში, სადაც, როგორც დავინახე, ხალხი სუპერ ლიგის წინააღმდეგი იყო. ახლა მეჩვენება, რომ ყველაფერი გაჩერდა.

ვფიქრობ, ასეთი იდეები ანადგურებს ფეხბურთს, რადგან ამით მხოლოდ ტოპ კლუბები ისარგებლებენ. მაგრამ კლუბები, როგორიცაა სევილია და ვალენსია, განადგურდებიან. მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი 5-10 წელიწადში მაინც გააკეთებენ ამას.

მე მესმის, რატომ დგამენ ტოპ-კლუბები ასეთ ნაბიჯს. მფლობელებს სურთ, რომ მათი კლუბი უფრო ღირებული გახდეს. არ მგონია, რომ რეალი და ბარსელონა სწორად იქცევიან. დიახ, ამ მოსაზრებით მე ჩემს კლუბს ვეწინააღმდეგები, მაგრამ კარგად მესმის ბარსელონას, მადრიდის რეალისა და იუვენტუსის პოზიცია, რომლებიც დღემდე მხარს უჭერენ ამ იდეას. თუმცა გულშემატკივრების გადმოსახედიდან, ეს არ არის საუკეთესო ვარიანტი“,

- განაცხადა პიკემ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“, „რეალი“ და „ბარსელონა“ სუპერ ლიგის პროექტზე დღემდე მუშაობენ. სამივე კლუბის პრეზიდენტი ამბობს, რომ სუპერ ლიგის ყველა (12) გუნდს კონტრაქტზე ხელი აქვთ მოწერილი და ჯერ დასრულებული არაფერია.

ბოლოს გეტყვით, რომ მადრიდის სასამართლოს მოსამართლე მარია ხილმა, მისი წინამორბედის გადაწყვეტილება გააუქმა, რომელიც „რეალს“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსს“ სუპერ ლიგის შექმნისთვის სანქციების დაწესებას უკრძალავდა.

სასამართლო პროცესის გაგრძელება 14 ივნისს არის ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკეთესი კონტრაქტი მამარდაშვილს - გიორგი მესტალიაზე ბედნიერია და წასვლას არ აპირებს
უკეთესი კონტრაქტი მამარდაშვილს - გიორგი მესტალიაზე ბედნიერია და წასვლას არ აპირებს