იუვენტუსი, ინტერი, კრიშტიანუ რონალდუ, მასიმილიანო ალეგრი, კოპა იტალია
Aa
Aa

ალეგრი: "რონალდუს წასვლა იუვესთვის ადვილი არ ყოფილა"

კოპა იტალიის ფინალში ერთმანეთს „ინტერი“ და „იუვენტუსი“ დაუპირისპირდებიან. „ნერაძურის“ ჯერ კიდევ აქვს სერია ა-ს მოგების მცირე შანსი, ხოლო „ბიანკონერის“ სეზონი ჩავარდნილია და გადარჩენა მხოლოდ კოპა იტალიის მოგებით შეუძლია.

ამ ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩს წინ, „ბებერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა:

ალეგრი:

„სწორი მიდგომა გვჭირდება და აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას. „ინტერს“ კოპა იტალია 10 წელია არ მოუგია და ეს მათ დამატებით მოტივაციას აძლევს. ძირითად შემადგენლობას ხვალ დავასახელებ. ერთი რამ ნათელია - კიელინი და პერინი აუცილებლად ითამაშებენ.

ფინალი ყოველთვის მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, მოგება ძალიან გვსურს. ვითამაშებ თუ არა 3-მცველიანი ტაქტიკით? ამას მოედანზე ვნახავთ. ჩემი ფეხბურთელები ორივე ტაქტიკას შესანიშნავად ერგებიან.

კრიშტიანუმ კლუბი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 დღით ადრე დატოვა და ეს კლუბისთვის ადვილი არ იყო. ამის შემდეგ, ჩვენ კიეზაც დავკარგეთ. ბევრ რთულ სიტუაციას შევეჩეხეთ. ვლაჰოვიჩის გადმოსვლა ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად დაგვეხმარა.“

შეგახსენებთ, რომ კოპა იტალიის ფინალი 11 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები